png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დემირელის კოლეჯს აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

  • საზოგადოება
  • 04.11.2016
  • 14:56
 დემირელის კოლეჯს აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ

დემირელის სახელობის კოლეჯს აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. საპატიო სტუმრებმა ბატონმა რაიან კოენიგმა და ქალბატონმა მედიკო ქოჩორაძემ საქმიანი შეხვედრა გამართეს სკოლის ადმინისტრაციასთან, დაათვალიერეს კოლეჯის ახალი შენობა და პირადად გაეცნენ სასწავლო პროცესსა და სკოლის მოსწავლეებს.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ კოლეჯის მრავალწლიან ისტორიასა და წარმატებებს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება სტუმრებზე ნორჩმა გამომგონებლებმა მოახდინეს, რომლებმაც სტუმრებს საკუთარი გამოგონებები რობოტიკსის კლუბში წარუდგინეს.

"ჩვენი კოლეჯისთვის დიდი პატივია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი. გვიხარია, რომ სტუმრებმა მხარდაჭერა გამოხატეს და დაინტერესდნენ სკოლაში მიმდინარე პროცესებით. სტუმრები დიდი ინტერესით გაეცნენ ჩვენი სკოლის მიღწევებსადა მრავალწლიან გამოცდილებას. გვჯერა დიპლომატიური კორპუსისა და ზოგადად საერთაშოსირო ორგანიზაციების  მხარდაჭერა მხოლოდ სასიკეთო როლს შეასრულებს ჩვენი კოლეჯის შემდგომ წინსვლაში“,- განაცხადა შეხვედრის დასასრულს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო კავთიაშვილმა.

შეხვედრის ბოლოს, რაიან კოენიგმა საკუთარი შთაბეჭდილება კოლეჯის შთაბეჭდილებების წიგნშიც დატოვა და მასპინძლებს მომავალ ვიზიტამდე დაემშვიდობა.

დემირელის სახელობის კოლეჯი 23 წლის წინ დაფუძნდა. წლების განმავლობაში კოლეჯმა აღზარდა არაერთი წარმატებული მოსწვალე.

სკოლის მიზანია აღზარდოს ჯანსაღი, წიგნიერი, ანალიტიკურად მოაზროვნე, თავისუფალი, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, მოტივირებული და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე ახალგაზრდები; შეუქმნას მოსწავლეებს ყველა პირობა, რომ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენა და რეალიზება; დღესდღეობით კოლეჯში 7 სხვადასხვა ეროვნების, 500-მდე მოსწავლე იღებს განათლებას. მულტიკულტურული გარემო, რომელშიც კოლეჯის მოსწავლეები იზრდებიან ხელს უწყობს აღზარდოს დემოკრატიულ ფასეულობების მატარებელი მსოფლიო მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge