primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

გორში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 04.11.2016
  • 16:18
გორში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა,   შიდა ქართლის  გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, იოსებ ოქრომელიძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ  კარალეთში,   შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის  გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.

კომპანია ,,ჯეოკონცენტრატს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ  20 067 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად გადასცა და კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ხილისა და ბოსტნეულის  გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნა. საწარმოში ჯამში  განხორციელდა 1 200 000 ლარის ინვესტიცია, აქედან   650 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარებისა და გაფართოებისთვის. 

,,საქართველოს ძლიერი გადამამუშავებელი აგრომრეწველობის ტრადიცია აქვს.  შიდა ქართლი  ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული რეგიონი იყო. ქვეყანას აქვს  რესურსი ნედლეულის - ხილის და ბოსტნეულის  წარმოებისთვის,  რისი ათვისებაც  მაქსიმალურად  უნდა მოხდეს და გადამამუშავებელი წარმოება განვითარდეს.   სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის  რეგიონში გაიხსნა 18 ახალი  და გაფართოვდა 64 საწარმო. რეგიონში გახსნილ ახალ საწარმოებში ჯამში 8,391,023 აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პროექტების ფარგლებში შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი  საწარმოები ადგილობრივი, რეგიონული ეკონომიკის განვითარებას და  მოსახლეობის დასაქმებას  უწყობს ხელს.   სწორედ ეს არის სოფლის განვითარების წინაპირობა.

როგორც კომპანია ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა, ივანე გოგლიძემ  აღნიშნა, ამ ეტაპზე საწარმოში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად დამატებით 25 ადამიანის დასაქმდება მოხდება.   

,,საწარმოს სიმძლავრე დღეში 10 000 - 12 000 ქილა კომპოტისა და მწნილის წარმოება იქნება. 2017 წელს დაგეგმილი გვაქვს  დამატებითი ხაზებისა და  დანადგარების დამატება და წარმოების გაზრდა“, - განაცხადა შპს ,,ჯეოკონცენტრატის“ დამფუძნებელმა.

კომპანია წარმოებულ პროდუქციას  სახელით - ,,ბენეფიტ ბატონო“  გამოუშვებს. პირველ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილებრივ ბაზარზე მოხდება.  2017 წლიდან პროდუქცია ექსპორტზე გავა.

შპს ,,ჯეოკონცენტრატის“  საწარმო გამოუშვებს ჯონჯოლის, კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, კომბოსტოს, ნივრის მწნილებს, ასევე ჟოლოს, ალუბლის, თეთრი ბლის, ატმის, შინდის, ღოღნოშოს, მარწყვის, ფეიხოიას, ვაშლის, კომშის, ტყემლის კომპოტებს.  კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge