png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

5 ნოემბერს ბათუმში „ბათუმი მოლი" გაიხსნება

  • ეკონომიკა
  • 04.11.2016
  • 19:14
5 ნოემბერს ბათუმში „ბათუმი მოლი" გაიხსნება

ბათუმში 5 ნოემბერს „ბათუმი მოლი" გაიხსნება.

„ბათუმი მოლი“ არის პირველი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი ქალაქ ბათუმში, რომლის სრული ფართობი შეადგენს 18400კვ.მ-ს, საიდანაც 12500 კვ.მ არის კომერციული ფართი, ხოლო 5900 კვ.მ გამოყოფილია ავტოსადგომისთვის რომელიც გათვლილია 220 ავტომობილზე.

პროექტის განხორცილებისთვის 20 000 000 ლარი გამოიყო. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 200 ადამიანი, ხოლო გახსნის შემდეგ დასაქმდება 120-მდე ადამიანი.

“ბათუმი მოლი” 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრია და შენობას თან ახლავს 6 დონიანი ავტოსადგომი, რაც ბათუმისთვის სიახლეს წარმოადგენს. ცენტრის თოთოეულ სართულს აქვს ინდივიდუალური გასასვლელი პარკინგის შესაბამის დონეზე. მაქსიმალური კომფორტისთვის სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია ლიფტებით და ესკალატორებით.

მიმდინარე ეტაპზე მოლში გახსნილი და წარმოდგენილია სხვადასხვა დანიშნულების 50-მდე სავაჭრო და გასართობი ობიექტი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ობიექტების რაოდენობის ზრდა, შესაბამისად 2016 წლის ბოლოს „ბათუმი მოლი“ ჯამში 100 ობიექტით მოემსახურება მომხმარებლებს. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია: ჰიპერპერმარკეტი; ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდული მაღაზიები;  პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების მაღაზიები; სატრენაჟორო დარბაზი; კაფეები,ბარები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები „ბათუმი მოლის“ გახსნისთვის დაგეგმილია მასშტაბური საზეიმო ღონისძიება, რაც გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს, ფასდაკლებებს, უამრავ სიურპრიზს და საჩუქრებს სავაჭრო ცენტრში მოსული მომხმარებლებისთვის.

13:00 საათზე ბათუმის ქუჩებში გამოჩნდება მხიარული მუსიკალურად გაფორმებული მიკრო ავტობუსი,რომელიც მოლის პრომო გოგონებით და ბუშტებით აიყვანს მსურველებს და მხიარული მარშრუტით მიიყვანს მოლის ტერიტორიამდე.

14:00 საათზე სანახაობრივი შოუ გაიმართება: გმირები ოჩოფეხებით და სხვადასხვა აკრობატები შეეგებებიან ვიზიტორებს მოლის ცენტრალურ შესასვლელში; მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ჩაის, ყავის და ტკბილეულის დეგუსტაცია; დარიგდება ბათუმი მოლის სამახსოვრო ბუშტები და იღბლიანი სამაჯურები .

14:30 საათი -16:00 საათზე გაიმართება საბავშვო გასართობი შოუ პროგრამა ყველაზე სახალისო საჩუქრებით (მეორე სართული); სახის მოხატვა ყველასათვის; ძერწვის და ხატვის საგანმანათლებლო კუთხე; 9D ატრაქციონი; ბრაზიანი ჩიტების ატრაქციონი; სხვადასხვა თოჯინები; დარიგდება ტკბილეული და გაიმართება ლიმონათების დაგემოვნება ბავშვებისათვის.

15:00 საათზე დაგეგმილი “ბათუმი მოლის“ ოფიციალური გახსნა.

17:00 საათზე გაიმართება იღბლიანი სამაჯურის შოუ, სპეციალურად განკუთვნილი პრიზებით. დასაჩუქრდება 50 ზე მეტი მომხმარებელი.

„ბათუმი მოლის“ გახსნის დღესასწაულის აღსანიშნავად სავაჭრო ცენტრი შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს 1 კვირიან სპეციალურ აქციას: 5 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, მოლში გახარჯული ყოველი 200 ლარის ოდენობის ქვითრის მფლობელი დასაჩუქრდება „ბათუმი მოლის“ მიერ დაწესებული განსაკუთრებული და საინტერესო საჩუქრებით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge