png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პრემიერი კომპანია Microsoft–ის გენერალურ მენეჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაიკლ კოგელერს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 04.11.2016
  • 19:18
პრემიერი კომპანია Microsoft–ის გენერალურ მენეჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაიკლ კოგელერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია Microsoft–ის გენერალურ მენეჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაიკლ კოგელერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  Microsoft–ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მემორანდუმის მიხედვით,  Microsoft–ი  2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს 32 სკოლაში Wi-Fi ტექნოლოგიას უფასოდ დანერგავს.

ხელშეკრულება ასევე მოიცავს Office 365 ქლაუდ სერვისს, რაც Wi-Fi-ის ქსელთან ერთად, მოსწავლეებს და მასწავლებლებს დაეხმარება თანამშრომლობითი სასწავლო პრაქტიკის დანერგვაში. შეხვედრაზე საუბარი  შეეხო საქართველოს სკოლებში Microsoft–ის სათამაშო-საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, მარტივი პროგრამირების სწავლების სისტემის ჩამოყალიბებას,  ელექტრონული სწავლებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სივრცის შექმნასა და  ელექტრონული სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობას.

ხაზი გაესვა თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის. აღინიშნა, რომ საქართველოს  მთავრობას გააჩნია  სალიცენზიო შეთანხმება, რომლის მიხედვით სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft–ის ლიცენზირებულ პროდუქციას იყენებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კომპანია Microsoft–ს განათლებისა და ინოვაციების სფეროს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.   

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge