ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილის ორგანოები შეჭამა - რიტუალური მკვლელობის საქმეზე, სასამართლო პროცესი იწყება
- სამართალი
- 06.11.2016
- 12:31
საქალაქო სასამართლომ დღეს საზარელ მკვლელობაში ბრალდებულებისა და ამ საქმეზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა გადაწყვეტოს. პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
5 დაკავებულიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რის გამოც პროცესი დახურული იქნება. სამ ახალგაზრდას - მათ შორის მოკლულის შვილს - დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორს კი დანაშაულის დაფარვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ხუთივე ბრალდებულის შემთხვევაში პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება და ადგილი ჰქონდა კანიბალიზმს.
"ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომლის ვინაობასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებ, გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა,"-აცხადებს ,,რუსთავი 2“ - თან პროკურატურის წარმომადგენელი.