ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს - გიორგი კვირიკაშვილი
- პოლიტიკა
- 07.11.2016
- 13:00
ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.
„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკასთან შემდგომი 25 წლის პარტნიორობის თაობაზე, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200