”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი მოსულიდან გაიქცა
- მსოფლიო
- 07.11.2016
- 15:23
”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოსულიდან გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის არმია ავრცელებს.
”დაზვერვის წყაროებმა დაადასტურეს მოსულიდან ტერორისტ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გაქცევა 150 ოჯახთან ერთად. ის მათი მეშვეობით ცდილობს თავი ავიაიერიშებისგან დაიცვას”, - განაცხადეს ერაყის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურში.
აბუ ნაქრ ალ- ბაღდადი ”ისლამურ სახელმწიფოს” 2014 წლის ივნისიდნ მეთაურობს. მედიაში მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200