სანდრა რულოვსის ადგილს პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს
- პოლიტიკა
- 08.11.2016
- 09:54
სანდრა რულოვსის ადგილს პარლამენტში პარტიული სიის 28-ე ნომერი დაიკავებს , რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო მანდატს რიგითობით გიორგი ღვინიაშვილი მიიღებს. სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა და დეპუტატობის შეჩერება მოითხოვა.
კანონის თანახმად სანდრა რულოვსისთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საკითხს ცესკო ვეღარ დაარეგულირებს, შესაბამისად მისი განხილვა პარლამენტში გადაინაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200