თეთრი სახლი: მოსულის მოსახლეობის ნახევარი თავშესაფარს საჭიროებს
- მსოფლიო
- 08.11.2016
- 12:10
მოსულის მოსახლეობის 50 პროცენტი თავშესაფარს საჭიროებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი თქმით, აშშ პარტნიორებთან მუშაობს არსებული ბანაკების გაფართოვებასა და ახალი ბანაკების აშენების საკითხთან დაკავშირებით.
”ვფიქრობთ, რომ საკმარისზე მეტი თავშესაფარი იქნება, რომლებიც მოსახლების საჭიროებებს უზრუნველყოფს”, - აღნიშნა მან.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის არმია, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით და ქურთების ”პეშმერგას” შენაერთები მონაწილეობენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200