„ახალმა მემარჯვენეებმა" ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" დატოვეს
- პოლიტიკა
- 08.11.2016
- 13:23
„ახალმა მემარჯვენეებმა" ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" დატოვეს - ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს პარტიის ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, პოლიტიკური ბლოკები იშლება და პარტიები დამოუკიდებელ საქმიანობას აგრძელებენ. როგორც არეშიძემ აღნიშნა, ის აპირებს, რომ სამომავლოდ ბურჭულაძის პარტიასთან ითანამშრომლოს.
მამუკა კაციტაძის განცხადებით, ბურჭულაძე პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მისი ინფორმაციით, ბურჭულაძის პარტია პარტია ყრილობისთვის ემზადება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200