ქიბარ ხალვაში: ხელისუფლება ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება გვარამიას განცხადების საფუძველზე
- სამართალი
- 21.10.2015
- 19:54
ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში, “რუსთავი 2″-ის ამჟამინდელი დირექტორის, ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებას ეხმაურება. ხალვაში მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს ნამდვილად დააშანტაჟეს თუ არა გვარამია ხელისუფლების წარმომადგენლებმა. “ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს: მწამებელიც, მძარცველიც, მკვლელიც, გამომძალველიც და ისიც, ვინც ცდილობს შანტაჟით მიაღწიოს სასურველ შედეგს. ხელისუფლება ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება გვარამიას განცხადების საფუძველზე”, – წერს ქიბარ ხალვაში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200