კალიფორნიაში საარჩევნო უბანთან მომხდარი სროლისას 1 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 09.11.2016
- 09:58
კალიფორნიის შტატის ქალაქ აზუსში საარჩევნო უბანთან ახლოს სროლის ხმა ისმოდა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარის გამო შტატის ხელისუფლებამ, საარჩევნო უბანი დახურა.
პოლიციამ მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
თვითმხილველთა თქმით, საარჩევნო უბანთან დაახლოებით 20- გასროლის ხმა გაისმა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა ის უბნიდან რამდენიმე კილომტერის დაშორებით გარდაცვლილი იპოვნეს. მან სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დანაშაულის მოტივი უცნობია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200