png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იან კელი: რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ თუ დემოკრატები, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება

  • მსოფლიო
  • 09.11.2016
  • 10:41
იან კელი: რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ თუ დემოკრატები, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება

 

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს. არსებული ინფორმაციით,  ამ დროისთვის აშშ-ის 40-ზე მეტ შტატში ხმები დათვლილია.

ბოლო მონაცემებით, დონალდ ტრამპს 244 ხმა აქვს, ხოლო ჰილარი კლინტონს 215 ხმა.

პირველი კომენტარი უკვე გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ, რომელიც ხმის დათვლის პროცესს თვალს ქორთიარდ მერიოტში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ადევნებს.

იან კელის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგები ის, რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან. იან კელი აცხადებს, რომ  საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება მიუხედავად იმისა, აშშ-ში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ თუ დემოკრატები. 

"შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტრამპი ლიდერობს. დღეს შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ხალხს, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს. ვფიქრობ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. ამას ადასტურებს კონგრესის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ჩემი მხრიდან მე ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას გავაგრძელებ, რათა საქართველოს მხარდაჭერა და არსებული ურთიერთობები შენარჩუნდეს,“- განაცხადა იან კელიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge