მარტინ შულცი: ტრამპის გამარჯვება ევროპისა და ამერიკის ურთიერთობებს გაართულებს
- მსოფლიო
- 09.11.2016
- 13:00
დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-ის არჩევნებში ევროპისა და ამერიკის ურთიერთობებს გაართულებს, ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა ტელეარხ WDR-ს განუცხადა.
„მიმაჩნია, რომ აშშ-ში სისტემა საკმარისად ძლიერია, იმისათვის, რომ გაუძლოს დონალდ ტრამპს, იმისთვის, რომ შეაკავოს. მაგრამ ცხადია, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობა გართულებული იქნება“, - განაცხადა შულცმა და აღნიშნა, რომ ტრამპი პოლიტიკაში იმ რიტორიკის მომხრეა, რომელიც დაფუძნებულია ემოციებზე და არა ფაქტობრივ გადაწყვეტილებებზე.
„გაკვირვებული ვარ, მეც ისვე როგორც სხვებს ჰილარი კლინტონის გამარჯვების იმედი მქონდა“, -აღნიშნა შულცმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200