გერმანიის ვიცე-კანცლერი: ტრამპი ახალი ავტორიტარული და შოვინისტური საერთაშორისო მოძრაობის პიონერია
- მსოფლიო
- 09.11.2016
- 14:21
გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა დონალდ ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „გერმანიისთვის გაფრთხილება“ უწოდა.
„ეს გერმანიისთვის გაფრთხილებაა“, - განაცხდა მან მედია-ჯგუფ Funke-სთან ინტერვიუში და ტრამპს „ახალი ავტორიტარული და შოვინისტური საერთაშორისო მოძრაობის პიონერი“ უწოდა.
რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ტრამპს უკვე მიულოცა და არჩევნებში დამარცხება აღიარა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200