png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმი ყაზახი ტურისტებისათვის თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება

  • ეკონომიკა
  • 09.11.2016
  • 18:23
ბათუმი ყაზახი ტურისტებისათვის თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქართელოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების შედეგად საგრძნობლადაა გაზრდილი ვიზიტორთა და ტურისტთა რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან. მგზავრთა ნაკადის შემოდენების მაჩვენებლები გაზრდილია არა მხოლოდ აჭარის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამას ეხება სტატია სათაურით „Грузия стала одним из самых популярных направлений года – SCAT“, რომელსაც ყაზახური საინფორმაციო სააგენტო, www.tengrinews.kz აქვეყნებს.
„SCAT“-ი ყაზახური ავიაკომპანია, რომელმაც ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელება წელს დაიწყო. კომპანიის მიერ წლის შედეგების შეჯამების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტი ფრენა ავია-კომპანიამ სწორედ საქართველოს მიმართულებით შეასრულა.
„ორი ქვეყნის ურთიერთობაში პირველად დანიშნული პირდაპირი რეისი აქტაუ-ბათუმი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი გამოდგა. ზაფხულის სეზონზე ფრენების საშუალო დატვირთვამ 85%-ი შეადგინა. ბათუმის მიმართულებით მგზავრთა რაოდენობის მაქსიმალური ზრდის პარალელურად, ასევე გაზრდილია ფრენების მაჩვენებელი აქტაუ-თბილისის უკვე 18 წლიან ტრადიციულ რეისზე - გასულ წელთან შედარებით ამ მიმართულებით 2016 წლის ბოლო 10 თვეში მგზავრთა 12%-იანი ზრდა ფიქსირდება.

მგზავრთა ნაკადის ზამთრის სეზონზე ზრდისათის ავიაკომპანია მგზავრებს წამახალისებელ აქციებს სთავაზობს.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გამგზავრება უფრო სასურველი და საინტერესო რომ გახდეს, „SCAT“-ის ყოველი მგზავრი, რომელიც ბილეთებს 21 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით შეიძენს, ექნება შანსი მოიგოს ნანატრი უიქენდი თბილისში, უზრუნველყოფილი საცხოვრებელით და დატვირთული კულტურული პროგრამით.

დამატებით პრიზებად კი დაწესებულია ორმხრივი ბილეთი კომპანია „SCAT“-ის ნებისმიერ საერთაშორისო და შიდა მიმართულებაზე. ავიაკომპანია „SCAT“-ი ზამთრის სეზონზე საქართველოს მიმართულებით მინიმუმ 25 000 მგზავრის გადაყვანას გეგმავს“ - წერს ყაზახური სააგენტო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge