"ქართული ოცნება" ტრამპს გამარჯვებას ულოცავს
- პოლიტიკა
- 10.11.2016
- 11:14
დონალდ ტრამპს გამარჯებას ულოცავენ „ქართულ ოცნებაში.“ პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
“პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სახელით ვულოცავთ ბატონ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას. ასევე ვულოცავთ აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვებას აშშ-ს კონგრესის არჩევნებში. ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს აკავშირებს 25 წლიანი სტაბილური, სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ხელისუფლების მმართველობის პირობებში სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით საქართველო - აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება,“– ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200