png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოსა და ინდოეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

  • ეკონომიკა
  • 10.11.2016
  • 14:00
 საქართველოსა და ინდოეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა გაჯაპათ რაჯუმ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებით.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნა, რომ მათი გაღმავების უდიდესი პოტენციალი არსებობს. მისი ინფორმაციით, იზრდება ინდოეთთან ორმხრივი ვაჭრობა. კერძოდ, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინდოეთთან 27 პროცენტით გაიზარდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, 29 პროცენტით მოიმატა ინდოეთში ექსპორტის მაჩვენებელმა.  

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მსხვილი ინდური კორპორაციების მოღვაწეობა და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი „ტატა ჯგუფზე“ გაკეთდა, რომლის ინვესტიციები აჭარაში მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურს მშენებლობაში 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

ასევე დადებითად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. კერძოდ, 2016 წლის 10 თვეში, საქართველოში ინდოეთიდან 27,790 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 232 პროცენტით მეტია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  პოზიტიური უწოდა თანამშრომლობის გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მისი განცხადებით, პირდაპირი ავიაფრენების დაწყება საქართველოსა და ინდოეთს შორის ხელს შეწუყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი დონის თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge