png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

თბილისის მერი ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 10.11.2016
  • 14:35
 თბილისის მერი ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანასა და დედაქალაქებს შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული მიზნები დასახეს.

შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა თბილისსა და სოფიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის მნიშვნელობას, რომელსაც თბილისის მერმა სულ ცოტა ხნის წინ, სოფიაში ოფიციალური ვიზიტისას მოაწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია ქალაქების მართვის სფეროებში არსებული საერთო მიზნების განხორციელებისა და სასურველი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა, ასევე, არსებული ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დარგებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. ითანამშრომლებენ ქალაქგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.

დედაქალაქის მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ სოფიაში ვიზიტისას იგი პირადად გაეცნო ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მუშაობას, მწვანე სივრცეების მოწყობისა და ეკოლოგიის საკითხებს,  ასევე, მიკრობიოლოგიური ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებს და ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება თბილისისთვის პოზიტიური სიახლეების მომტანი იქნება.

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევამ, თავის მხრივ, ორ ქვეყანასა და დედაქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერების სურვილი დაადასტურა და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა, მათ შორის იყო - კულტურული კავშირების გაღრმავება, ტურისტების გაცვლა და მსხვილი უცხოური ინვესტიციები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge