ქედაში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
- სამართალი
- 10.11.2016
- 15:36
ქედაში, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც სოფელ გოგიაშვილებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებდნენ და მძიმე ტექნიკას წინ გადაუდგნენ სამართალდამცველებმა დააკავეს. ოთხ პირს ბრალად პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ პროექტის განხორციელელების შემდეგ, ცხოვრება საფრთხის ქვეშ მოუწევთ.
მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200