primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

არჩილ გამზარდია: დღითიდღე იქმნება ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული კლანები, რომლებსაც საერთო ჯამში ყველა დანარჩენი ვემსახურებით

  • პოლიტიკა
  • 13.11.2016
  • 13:45
არჩილ გამზარდია: დღითიდღე იქმნება ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული კლანები, რომლებსაც საერთო ჯამში ყველა დანარჩენი ვემსახურებით

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ბლოგს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმნიუსჯორჯია“ გთავაზობთ უცვლელად:

"ერთი რამ უნდა ამოვხსნათ კიდევ, ქცევა, რომელიც "ძველ მთავრობებსაც" და "ამჟამინდელებსაც" აერთიანებს. ზოგიერთ მინისტრს რომ ეკითხებიან, სხვა სამინისტროში უნდა გადაგიყვანონო, პასუხობენ, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მთავრობაში ვრჩებიო.

პატივცემულო ხელისუფალნო, ან კომპეტენციის, ან ინტერესის, ან თვითრეალიზაციის მოტივის შესახებ არ გსმენიათ რამე? როგორ შეიძლება თანაბრად მიმზიდველი იყოს შსს-ს და განათლების მინისტრობა, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრობა ან რომელიმე სხვა... ან თავი რატომ გგონიათ ასეთი უნივერსალურები, ან როგორ არ გაგაჩნიათ რამე შინაგანი დაინტერესება, რომ ყველა სფერო ერთი არ იყოს თქვენთვის ან თვითრეალიზაციას როგორ უნდა ხედავდეთ თანაბრად ნებისმიერი მიმართულებით? ან მორჩით თვალთმაქცობას და პირდაპირ თქვით, რომ არც თავისუფლება გაქვთ ზოგს, არც შინაარსი, არც ინტერესები და არც კვალიფიკაცია - მთავარია თანამდებობა გქონდეთ...

ან იმაზე რატომ არავინ ვსაუბრობთ, რა "ხიბლია" ხშირად მაჟორიტარობაში და რა შედეგები მოჰყვება მას ? ან თუ ვიცით, რამდენი ათასი იხარჯება წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელსაც შემდეგ ამოღება უნდა და ასე ჩნდება ე.წ. "ელიტური კორუფციის" კიდევ ერთ-ერთი სახეობა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოიტანა და "ქართული ოცნებაც" ხარბად ეწაფება დღეს... ასე ვიგებთ, როგორ იმარჯვებს ზოგიერთი პარლამენტარის კომპანიები მრავალმილიონიან ტენდერებში ან მათი ახლობლების ან მათი მოკავშირეების...

ან იმას რატომ არ ვკითხულობთ, პრემიერსაც და მმართველ ძალას მთლიანობაში რატომ არ აქვს ინტერესი მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებისა?

ან შრომის ინსპექცია რატომ არ შემოაქვს ხელისუფლებას და დაქირავებულების უფლებების დაცვაზე რატომ არაა ორიენტირებული?

პასუხები მარტივია, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" , ისევე როგორც ადრე "ნაციონალურ მოძრაობას", ურჩევნია "თბილი" ურთიერთობები მსხვილ ბიზნესმენებთან ჰქონდეს, ვიდრე მოქალაქეებზე იზრუნოს... მოტივი მარტივადაა გასაგები, სწორედ მათი გამოყენებით იფინანსებენ წინასაარჩევნო კამპანიებს, იქმნიან და იცავენ საკუთარ ბიზნეს ინტერესებს და ა.შ.

ამ ყველაფრის ფონზე კი ჩემთვის ცინიკურად მოჩანს პრემიერის სადღეგრძელოები იმის შესახებ, რომ მისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია, ბევრი მედავებით ხოლმე, მაგრამ მალე ნახავთ, რომ პრემიერის სახით, როგორც ყველაზე დიდი ძალაუფალის სახით, ჩვეულებრივი ყალბი, თუმცა ძალიან დახვეწილი დიპლომატია წარმოდგენილი, შემდგარი პიროვნებით, თავდაჯერებულობით, პატივსაცემობით... დიახ, ასეთ ადამიანებს პატივს ვცემ მეც, მაგრამ კარგად ვაცნობიერებ მათ საშიშროებასაც...

უამრავი თემაა, შეკითხვა და პასუხი გასაანალიზებელი, ჩვენ კი გადავყევით მართლაც ნაცარქექიობას თუ კომბლეობას, ვის რამდენი ცხვარი ჰყავს თუ ძროხა... ამასობაში "ყურადღების გადატანით" თითოეული მოქალაქის უფლება დღითიდღე ილახება და დღითიდღე იქმნება ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული კლანები, რომლებსაც საერთო ჯამში ყველა დანარჩენი ვემსახურებით."

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge