ერაყში აფეთქებების სერიას 12 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 14.11.2016
- 13:14
ერაყში აფეთქებების სერიას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი - დაიჭრა. ტელეარხ ”ალ არაბიას” ცნობით, ინციდენტი ბაღდადიდან 100 კმ-ში მდებარე ქერბელას პროვინციაში მოხდა.
ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, კიდევ 6 თვითმკვლელი ტერორისტი ცდილობდა თავის აფეთქებას ადმინისტრაციული ცენტრის გარეუბნებში, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა მათი განეიტრალება შეძლო.
ქვეყანაში მოქმედ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200