მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი
- პოლიტიკა
- 15.11.2016
- 09:23
მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, განცხადებას მთავრობის შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.
„პრემიერი გააკეთებს განცხადებას, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში და ვინ - არა. საქართველოში ყველაფერი ხდება ცნობილი და არც ეს დაიმალება, იქნება 19 რიცხვში. 19 რიცხვამდე ბევრი არაფერია დარჩენილი“,-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200