png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავით ბაქრაძე რუმინეთში შეხვედრებს მართავს

  • პოლიტიკა
  • 22.10.2015
  • 10:56
დავით ბაქრაძე რუმინეთში შეხვედრებს მართავს

21 ოქტომბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბოგდან აურესკუსთან. შეხვედრა რუმინეთში, ქ. ბუქარესტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებს, ასევე, ნატო-ში ინტგრაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს. ბოგდან აურესკუმ დაადასტურა რუმინეთის ხელისუფლების მხარიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიწრაფებების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს დაფიქსირებული პროგრესის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ბოგდან აურესკუმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც კარი უნდა იყოს ღია“-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერის, ასევე, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიაში რუმინეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის.

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

დღესვე, სახელმწიფო მინისტრი რუმინეთის სენატის საგარეო პოლიტიკის კომისიის პრეზიდენტს პეტრუ ფილიპსა და სენატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე რუმინეთის სენატის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი და გამოითქვა მზაობა, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების მიმდინარეობის პროცესში ექსპერტული დახმარების თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატაში გამართული კონფერენციის მუშაობაში თემაზე: „ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება, გამოწვევები და შესაძლებლობები“(EU/NATO Enlargment, Challenges and Opportunities). კონფერენციის მუშაობაში, რომელიც წამყვანი რუმინული არასამთავრობო ორგანიზაციის- "დემოკრატიის განხორციელების ასოციაცია" და რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, .ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, აკადემიური წრეებისა და ქ. ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. დავით ბაქრაძემ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge