png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

10 უცნობი ფაქტი პრინცესა დიანას ცხოვრებიდან

  • ეს საინტერესოა
  • 15.11.2016
  • 17:56
10 უცნობი ფაქტი პრინცესა დიანას ცხოვრებიდან

პრინცესა დიანა ერთადერთი იყო სამეფო ოჯახიდან, რომელიც უბრალო ხალხის ახლოს ტრიალებდა, ამიტომაც აღმერთებდნენ მას ჩვეულებრივი მოკვდავები. უელსის პრინცესამ ბრიტანეთის ას დიდებულ ადამიანთა სიაში მესამე ადგილი დაიკავა, მისი სიკვდილი კი მეოცე საუკუნის უდიდეს ტრაგედიად იქცა.

არსებობს ფაქტები, მისი ცხოვრებიდან, რომელთა შესახებაც პრესას არასდროს უსაუბრია.

დიანა არასდროს ყოფილა ბეჯითი მოსწავლე

პრინცესა დიანა ფრიადოსანი გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ეს ძალიან შორს იდგა ჭეშმარიტებისგან. 9 წლამდე მას სახლში ასწავლიდნენ, 9-დან 12 წლამდე სწავლობდა დახურულ პანსიონში, 12-დან 16 წლმდე კი -გოგონათა სკოლაში. დიანას ძალინ უყვარდა მუსიკა და ცეკვა და ამ სფეროებში გარკვეულ წარმატებსაც მიაღწია.

ბავშვობაში დიანა ბალერინობაზე ოცნებობდა

მისი ცხოვრების ოცნება ბალეტი იყო, თუმცა მომავალი პრინცესა მას პარამეტრებით არ შეეფერებოდა: ის იყო ძალიან მაღალი და ოდნავ მსხვილი ბალეტისთვის. მაგრამ როდესაც შემდეგში სამეფო ოჯახის წევრი გახდა, საბალეტო ხელოვნებას ფინანსურად მხარს უჭერდა.

პრინცი ჩარლზი მომავალი პრინცესას დას ხვდებოდა

შესაძლოა ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დიანასთან შეხვედრამდე ჩარლს მოკლეხნიანი რომანი ჰქონდა მის დასთან, სარა სპენსერთან. თუმცა მათი ურთიერთობა მალე დამთავრდა, რადგან პრინცის ყურადღება დიანამ მიიქცია.

თავისი საქორწინო ბეჭედი კატალოგიდან შეუკვეთა

ცნობილი საქორწინო ბეჭედი, დიანას ინდივიდუალურად არ შეკვეთავს, უბრალოდ ის საიუველირო სახლის Garrad-ის კატალოგში შეარჩია.

დიანას საქორწინო კაბის შლეიფი სამეფო ოჯახის ისტორიაში ყველაზე გრძელი იყო

საქორწინო კაბას 5 თვის განმავლობაში კერავდნენ. მას ამშვენებდა 10 ათასი მარგალიტი, შლეიფის სიგრძე კი 7,6 მეტრს შეადეგნდა. ის პრინც ჩარლზის ოჯახის ისტორიაში ყველაზე გრძელი იყო და გასაკვირი არ არის რომ პრინცესას მშვენიერი საქორწინო სამოსი საუკუნის კაბად იქცა.

დიანამ აუქციონზე თავისი 79 კაბა გაყიდა

დაინას ვაჟმა პრინცმა უილიამმა დედას მისი კაბების აუქციონზე გატანა შესთავაზა. მასაც უარი არ უთქვამს, გაყიდვიდან მიღებული 5,76 მლნ დოლარი კი ძუძუს კიბოსა და აივინფექციასთან ბრძოლის ფონდებს შესწირა.

ის თავის ვაჟებს უბრალოდ ზრდიდა

დიანა არაჩვეულებრივი დედა იყო. შვილებთან ერთად დადიოდა ”დისნეილენდში”, ”მაკდონალდსში”, ერთად თამაშობდნენ და ერთობოდნენ და სამეფო ოჯახის წესებს არ ემორჩილებოდნენ, დიანას შვილები ხშირად დაჰყავდა უდედმამო ბავშვთა სახლებში , შიდსით დაავადებულთა კლინიკებსა და სხვა მსგავს ადგილებში.

დიანა სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად არ არის დაკრძალული

დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა, თუმცა სამეფო ოჯახის წევრების გვერდით ის არ დაუკრძალავთ... ბოლო მომენტში დიანას ძმამ გადაწყვიტა, რომ პრინცესა სპენსერების საგვარეულო მამულში, თავისი ოჯახის წევრების გვერდით უნდა დაკრძალულიყო.

მან ქორწინების ფიცის სიტყვები შეცვალა

იმის ნაცვალდ რომ ქორწინების ფიცის წარმოთქმისას დიანას ქმრისადმი მორჩილების პირობა დაედო, ის პრინცს დაჰპირდა რომ ეყვარებოდა, გვერდში დაუდგებოდა, პატივს სცემდა და გაუფრთხილდებოდა მას. დიანას მიბაძა ქეით მიდლტონმაც.

ის დეპრესიისგან იტანჯებოდა

დიანას უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა და ჩარლზთან ქორწინების შემდეგ ეს პრობლემები გაუღრმავდა. სამეფო ოჯახის ცხოვრების წესი დიანასთვის შეუფერებელი აღმოჩნდა, რის გამოც ის ფაქტობრივად ყოველთვის დეპრესიაში იმყოფებოდა. თუმცა ეს არ უშლიდა ხელს კეთილი საქმეების კეთებაში, რისთვისაც ის მთელმა მსოფლიომ შეიყვარა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge