გერმანიის 10 ფედერალურ შტატში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა
- მსოფლიო
- 15.11.2016
- 13:08
გერმანიის პოლიცია ქვეყნის 10 ფედერალურ შტატში მასშტაბურ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს. განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
პოლიცია რეიდებს ატარებს ოფისებში, საცხოვრებელ სახლებსა და მეჩეთებში. ანტიტერორისტული ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ისლამისტური ორგანიზაციის ”ჭეშმარიტი რელიგიის” საქმიანობა აკრძალა. სააგენტო ”როიტერის” ინფორმაციით, ”ჭეშმარიტი რელიგიის” წარმომადგენლებს ”ისლამური სახელმწიფოს რიგებში ახალი მებრძოლების გადაბირებაში ადანაშაულებენ. ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება ბერლინშიც.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200