png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო- საქართველოს ერთობლივ წვრთნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება

  • პოლიტიკა
  • 15.11.2016
  • 14:01
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო- საქართველოს ერთობლივ წვრთნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ნატო- საქართველოს ერთობლივი წვრთნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხეა. 

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

“ყურადღება მივაქციეთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო მანევრებს, რომლებშიც 13 ქვეყნის 250-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული უკვე მესამე მრავალეროვნული სწავლებაა, მაისში ჩატარებული Noble Partner-ისა და სექტემბერში ჩატარებული Agile Spirit-ის შემდეგ. მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ოპერატიული მომზადების მასშტაბებისა და ინტენსიურობის გეგმაზომიერი გაზრდა ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით”, - ნათქვამია განცხადებაში.

“რუსეთი მსგავს აქტივობაში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავს. თავისი შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს საქართველოს მეზობლებმა - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ უბიძგა ნატო-ში წევრობის დაპირებებმა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე გაისმა, თბილისს 2008 წლის აგვისტოში რუს მშვიდობისმყოფელებსა და ცხინვალის მშვიდობიან მოქალაქეებზე დანაშაულებრივი თავდასხმისკენ”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ნატო არ მალავს, რომ სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება როგორც რუსეთის შეკავების პოლიტიკის ნაწილი.

“როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს ამ კონტექსტში, ართულებს რუსულ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესს”, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge