png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ევროპის საბჭოში საქართველოსთვის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

  • პოლიტიკა
  • 16.11.2016
  • 15:27
 ევროპის საბჭოში საქართველოსთვის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ქ. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრების დროს განხილული იქნა საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა.

აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად. დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ ისაუბრეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების შესრულების მიმდინარეობაზე.   გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით  და ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართულმა  სახელმწიფო უწყებების   წარმომადგენლებმა და ევროპის საბჭოს პროექტების კოორდინატორებმა დეტალურად ისაუბრეს გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ პროექტებზე და   იმედი გამოთქვეს, რომ  ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები მხარს დაუჭერენ აღნიშნული პროექტების განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების დელეგაციებთან და ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირებთან.  შეხვედრის მონაწილეებს სხვა საკითხებთან ერთად მიეწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge