„ნაციონალური მოძრაობიდან“ ვიცე-სპიკერობის კანდიდატი სერგი კაპანაძე იქნება
- პოლიტიკა
- 16.11.2016
- 15:50
”ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უმცირესობას შექმნის, რომელსაც დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.
პარტიის ინფორმაციით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ერთი ფრაქცია ექნება, რომელსაც ნიკა მელია უხელმძღვანელებს, ვიცე-სპიკერის თანამდებობას კი, სერგი კაპანაძე დაიკავებს.
რაც შეეხება საპარლამენტო კომიტეტებში თანამდებობებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარტიას ამ საკითხის გადაწყვეტა უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს.
არსებული ინფრომაციით, პარტიიდან კომიტეტებში წარსადგენი კანდიდატების ვინაობა ხვალ დასახელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200