საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბრისთვის დანიშნა
- პოლიტიკა
- 17.11.2016
- 10:12
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის სამართლებრივ აქტს.
აქტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართოს 2016 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე.
პირველი სხდომის დრო ზუსტად ემთხვევა უმრავლესობის მიერ დაანონსებულ თარიღს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებამდე დაასახელა. მათ ამ ქმედებას გუშინ პრეზინდეტის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200