გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია
- საზოგადოება
- 17.11.2016
- 10:29
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული.
30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. აღნიშნულ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200