png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

„ჩვენი მიზანია ქართული ჯარის ნატო-ს სტანდარტებით მომზადება" - გიორგი კვირიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.11.2016
  • 12:00
„ჩვენი მიზანია ქართული ჯარის ნატო-ს სტანდარტებით მომზადება" - გიორგი კვირიკაშვილი

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს, - სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც ქართველი ოფიცრები გაუძღვებიან, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას ემსახურება.    

მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.  

„ჩვენი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ქართული ჯარის ნატო-ს სტანდარტებით მომზადება. ასეთი წვრთნები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

პრემიერის შეფასებით, უპრეცედენტოა ფაქტი, რომ ასეთი დონის სწავლებას ნატო-ს პარტნიორი არაწევრი  ქვეყანა - საქართველო ატარებს.

მისივე განცხადებით, ეს ფორმატი ქართველ სამხედროებს  აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატოს პროცედურების შესაბამისად, განავითარონ პროფესიული უნარები.  

„ვამაყობ, რომ ჩვენ, ქართველებმა შევძელით ყველა ეტაპის წარმატებით გავლა, სწავლების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კრიზისების მართვისა და რეაგირების სწავლებაზე ნატო-ს მრავალეროვან ბრიგადას სწორედ ქართული მხარე ხელმძღვანელობს. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის. დარწმუნებული ვარ, წვრთნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება და სასარგებლო და წარმატებული იქნება ყველა მონაწილისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

ერთობლივი სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. სწავლებაში 11 მოკავშირე და 2 პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის - თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგიის სამეფო, სლოვენია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი ქვეყნები - უკრაინა და მაკედონია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge