png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სამინისტრო ხელს შეუწყობს დიასპორის ჩართულობას ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს იმიჯის განმტკიცების საკითხში - მიხეილ ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 17.11.2016
  • 13:40
სამინისტრო ხელს შეუწყობს დიასპორის ჩართულობას ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს იმიჯის განმტკიცების საკითხში - მიხეილ ჯანელიძე

„ქართული დიასპორის ასიათასობით წარმომადგენელი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებაში და მთავრობა ყველანაირად ხელს შეუწყობს საგარეო პოლიტიკის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმის - სახალხო დიპლომატიის სრული მასშტაბით ამოქმედებას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციაზე - „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო ხელს შეუწყობს დიასპორის აქტიურ ჩართულობას საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციისა და  პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საკითხში, რაც საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ასევე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ამოქმედდება ცალკეული ინიციატივები და პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს.

„ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალია და ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული იმისთვის, რომ ისინი საქართველოში დაბრუნდნენ და თავიანთი ცოდნა და ენერგია სამშობლოს მოახმარონ", - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge