ვარშალომიძე დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს
- პოლიტიკა
- 17.11.2016
- 14:11
ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შედის. გადაწყვეტილება აჭარის ყოფილმა ლიდერმა უსკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.
ვარშალომიძის განცხადებით ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი პოლიტიკიდან მიდის. ვარშალომიძე არც აჭარის დატოვებას აპირებს და მოსახლეობასთან ინტენსიურ კომუნიკაციას გეგმავს. ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაცია უმაღლეს საბჭოში იმუშავებს.
პარტია 5 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. პარტიული სიიდან ვარშალომიძის გასვლის შემდეგ მის ადგილს სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე იკავებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200