სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას კიდევ ერთი დეპუტატი ითხოვს
- მსოფლიო
- 17.11.2016
- 17:26
პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ მიანიჭა. ამის შესახებ "რადიკალური პარტიის" ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ ტელეკომპანია „112-თან“ საუბრისას განაცხადა.
“კანონმდებლობის თანახმად, უკრაინის მოქალაქეობა არ ენიჭება პირებს, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებიან. პოროშენკომ ფაქტობრივად აჩუქა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა. მაინტერესებს, ვინ მისცა პრეზიდენტს უფლება, მოქალაქეობა აჩუქოს ყველა შემხვედრს, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას,“ - აღნიშნა ლიაშკომ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200