png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვერ შევეგუები, სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიის უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 18.11.2016
  • 12:33
ვერ შევეგუები, სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიის უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმს სთავაზობს.

საქართველოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს დაამკვიდროს პრობლემურ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა,  წარმოადგინოს  საკუთარი ხედვა და შესთავაზოს პარლამენტს ის საკითხები, რომელიც მისი აზრით, უპირველესად საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას.

პრეზიდენტის განცხადებით,  დღეს  პარლამენტში ხმათა კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას;  ამასთან,  ბოლო ოთხი წლის მანძილზე იგივე პოლიტიკური ჯგუფის მიერ ექვსი წლის ვადით შეირჩა და დაინიშნა მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე, იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია.

„შესაბამისად, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ, რომ დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“, - განაცხადა  პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის აზრით, პარლამენტთან თანხმობითა და თანამშრომლობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება პროგნოზირებად და კეთილდღეობის შექმნაზე ორიენტირებულ სტაბილურობად უნდა იქცეს - გამოწვევები კი, შესაძლებლობებად. სრულად უნდა ამუშავდეს ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები, შეიქმნას დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის.

"ამასთან ერთად, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განვლილი სამი წლის განმავლობაში, ჩემი საპრეზიდენტო დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ინსტიტუციების და მათ შორის - საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვა. 

ეს არ იყო ჩემი არჩევანი, სამწუხაროდ, ეს იყო ის აუცილებლობა, რომელიც ჩემი გუნდისა და ჩემს წინაშე დადგა. 

მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე ნაკლები დრო და ენერგია რომ დახარჯულიყო, პრეზიდენტის და სხვა უწყებათა რესურსი უკეთ მოხმარდებოდა როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალის ინტერესების. 

ამიტომ ერთის მხრივ, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ რომ, ვერ შევეგუები, სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი; მეორეს მხრივ კი, მოგახსენებთ რომ გამოვთქვამ მზადყოფნას, აქტიური თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge