უკრაინიდან თურქეთში 340-ზე მეტი თურქი-მესხი გადასახლდა
- მსოფლიო
- 18.11.2016
- 12:51
341 თურქი-მესხი უკრაინიდან თურქეთის აღმოსავლეთით ერზინჯანის პროვინციაში გადასახლდა. მათი ჩასახლება თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის დავალებით ხორციელდება. მანამდე 1200-ზე მეტი თურქი-მესხი ამავე პროვინციის უზუმლიუს რაიონში ჩასახლდა.
თურქი-მესხები საქართველოდან უზბეკეთში 1944 წელს გადაასახლეს. 1989 წელს ადგილობრივებთან დაპირსპირების შემდგე მათი უმეტესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონში გაიფანტა. დღეს უკრაინში 7 ათასამდე თურქი-მესხი ცხოვრობს.
თურქეთი ახორციელებს იმიგრანტების მიღების პროგრამას. მათ ძირითადად ქვეყნის ღარიბ რაიონებში ასახლებენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200