png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

28 წლის ასაკში დაქვრილებული მარიამ ჯაში და მისი სიყვარულის ტრაგიკული ისტორია

  • ეს საინტერესოა
  • 18.11.2016
  • 13:04
28 წლის ასაკში დაქვრილებული მარიამ ჯაში და მისი სიყვარულის ტრაგიკული ისტორია

ქართული პოლიტიკის ახალი სახე, პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ ჯაში მდიდარი პროფესიული ბიოგრაფიის მქონეა, რაც როგორც ამბობს, მისი მეუღლის, დავით გოდერძიშვილის დამსახურებაა, რომელიც 12 წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა.
როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნა, ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა.
„18 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით და იმ პერიოდში ეს არაორდინალური საქციელი არ იყო. ჩემი ქალიშვილი დეა, 19 წლისაა და მისი თაობისთვის მთავარი პრიორიტეტი დამოუკიდებლად პროფესიული წარმატების მიღწევაა. მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ ოჯახის შექმნაზე. ერთი მხრივ, ძალიან მომწონს ეს მიდგომა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება ისეთი რამაა, თავად მოაქვს ყველაფერი და ვერ განსაზღვრავ, რას გააკეთებ.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში მომიწია ოჯახის შექმნა, ძალიან გამიმართლა. მეუღლე პირველი დღიდან იყო ჩემი მხარდამჭერი, რამაც ჩემი პროფესიული წარმატება განაპირობა. რომ არ ყოფილიყო დათო, დაოჯახების შემდეგ, ასეთ მცირე ასაკში ნამდვილად ვერ მივაღწევდი იმას, რაც დღეს მაქვს. პრაქტიკულად, მან გამიხსნა გზა პროფესიული წარმატებისკენ. ნებისმიერი წარმატებული ქალის უკან, აუცილებლად დგას მზრუნველი მამაკაცი“, – აღნიშნავს მარიამ ჯაში.
პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, დაქორწინების გადაწყვეტილება მომავალი მეუღლის გაცნობიდან ექვს თვეში მიიღო.
„დათო ჩემი უახლოესი მეგობრის ქორწილში გავიცანი. სწარაფად განვითარდა მოვლენები. ექვს თვეში დავქორწინდით. დათო 22-ის იყო, წარმოუდგენალდ ძლიერი, პრინციპული, მუდმივად მზრუნველი. მასთან ერთად ჩემი ცხოვრება ყვავილებით სავსე იყო. სიურპრიზები უყვარდა, ძალიან ლამაზად შეეძლო რაიმეს შეფუთვა და მორთმევა. 10 წელი ვიყავით ერთად და ყოველი დღე საინტერესი იყო.
დათომ გარდაცვალების შემდეგ, ყოველმხრივ მომზადებული დამტოვა, თუ შევძელი ოჯახის გაძღოლაც და პროფესიული კარიერის გაგრძელებაც, მისი დამსახურებაა. ახლაც, როცა რამის გადაწყვეტა მინდა, ვფიქრობ, რას იზამდა დათო. მინდა, რაზეც ერთად ვოცნებოდით. ის ავიხდინო – ჩვენი შვილები განათლებულ, კარგ და რაც მთავარია, კეთილ ადამიანებად აღვზარდო.  
პირველ წლებში, როცა ამ თემაზე მესაუბრებოდნენ, ჩემთვის მიუღებელი და შოკისმომგვრელი იყო. იმდენად ძლიერი და დიდი იყო ის სიყვარული, რომელიც მე და დათოს ცხოვრებამ გვაჩუქა, რომ რთული იყო, ამის შემდეგ რამეზე მეფიქრა.
ცხოვრების მადლიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივი ადამიანის გვერდით მომიწია ცხოვრება, ჩვენი სიყვარულის გაგრძელება კი ჩვენი ორი შვილია“, – განაცხადა ჟურნალ "სარკესთან" მიცემულ ინტერვიუში მარიამ ჯაშმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge