primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 62-ე ყოველწლიური სესიაში მონაწილეობს

  • პოლიტიკა
  • 21.11.2016
  • 16:30
პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 62-ე ყოველწლიური სესიაში მონაწილეობს

21 ნოემბერს, სტამბოლში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართა. ასამბლეის დელეგატებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მაიკლ ტერნერი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმნენ. გამომსვლელებმა მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე, ლტოლვილთა პრობლემებზე, ანტიტერორისტულ ღონისძიებებზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც უსაფრთხო მსოფლიოს სტანდარტებს უქმნის საფრთხეებს. თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უცხოელ დელეგატებს სტამბოლში სტუმრობისთვის და საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მიღებისთვის.

პლენარული სხდომა ნატო-ს გენერალური მდივნის გამოსვლით გაგრძელდა. იენს სტოლტემბერგმა მსოფლიო უსაფრთხოების და პოლიტიკურ საკითხებში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლზე ისაუბრა და აღნიშნული ფორუმის როლი მნიშვნელოვნად შეაფასა. გამოსვლის შემდეგ გენერალურმა მდივანმა დელეგატების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს შეკითხვით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა მიმართა:

"უახლოესმა საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მოწიფულობას. სიამაყით აღვნიშნავ, რომ საქართველოში წარმართული საარჩევნო პროცესი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ დადებითად შეფასდა.

ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებებისადმი და  ვართ სანდო ასპირანტი ქვეყანა. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მიმდინარეობს სწორი მიმართულებით და ჩვენი სურვილია, ამ მიზანს მივაღწიოთ.

ბატონო გენერალურო მდივანო, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიულ განხილვებში. თქვენი აზრით, როგორ შეუძლია ამ პროცესს, წვლილი შეიტანოს საქართველოს მდგრადობაზე, თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე?

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ წელს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოში გაიმართება. ჩვენთვის პატივია, გიმასპინძლოთ თქვენ ყველას და პირადად ბატონ გენერალურ მდივანს თბილისში."

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა საქართველოს პროგრესი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სექტემბერში ნატო-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი თბილისში. „საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. შარშან მე პირადად გავხსენი ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ალიანსი აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში, გვაქვს მრავალი ერთობლივი პროექტი და იმართება ერთობლივი წვრთნები," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პრეზიდენტის და კომიტეტის ხელმძღვანელობის არჩევით დასრულდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge