png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მე-9 მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 21.11.2016
  • 17:10
  მე-9 მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა

დღეს, 21 ნოემბერს, ახალარჩეული პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უძღვებოდა. მან ბიუროსწევრებს პირველი პლენარული სხდომისა და საკომიტეტო სხდომების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დროს, ბიურომ ცნობად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები საქართველოსმთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე საქართველოს მთავრობისათვის მოვალეობის შესრულების დაკისრებისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზესაქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესახებ.

ბიურომ იმსჯელა პარლამენტის წევრის, სანდრა ელისაბედ რულოვსის მიმართვაზე მისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, აღნიშნული საკითხის განხილვა რეგლამენტის მოთხოვნათაშესაბამისად მოხდება. „როგორც მოგეხსენებათ, საკომიტეტო სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს განცხადების შემოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ და მომდევნო კვირაში,შესაბამის ვადებში, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს",-განაცხადა გიორგი კახიანმა. 
ბიურომ პარლამენტის კომიტეტების პირველი საოგანიზაციო კომიტეტების სხდომების ოქმები და კომიტეტების დებულებების პროექტები დაამტკიცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თხოვნით მიმართა პარლამენტის კომიტეტებს, წარმოადგინონ თავიანთი დასკვნები განხილვის პროცესში მყოფსაკითხებთან დაკავშირებით.

„წინა მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული იყო მთელი რიგი საკითხები, რომლებიც განხილვის პროცესშია და ჩვენ გვაქვს მისაღები გადაწყვეტილებები იმასთანდაკავშირებით, თუ რომელი საკითხების და კანონპროექტების განხილვა უნდა გაგრძელდეს ამ მოწვევის პარლამენტის მიერ.

მივმართავ თხოვნით პარლამენტის კომიტეტებს, დარგობრივი სპეციალიზაციის შესაბამისად, წარმოადგინონ დასკვნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაგანხილვის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასურველია ეს საკითხები შემდეგი სასესიო კვირისთვის მომზადდეს და აქედან გამომდინარე, მან კომიტეტებს მიმართა,მომავალ ორშაბათს სხდომებზე განიხილონ ეს საკითხები და შესაბამისი დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნონ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრობის კანდიდატების წარდგენას გეგმავს და აქედანგამომდინარე, სავარაუდოდ, ხვალვე, 15:00 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება, რის შესახებაც დაზუსტებული ინფორმაცია დამატებით გახდება ცნობილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge