primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

დღეს, თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა

  • საზოგადოება
  • 22.11.2016
  • 09:55
დღეს, თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

„სტუდენტებმა გაიარეს სტაჟირება მერიის სხვადასხვა უწყებებში და განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ აქტიურად ვუდგავართ მათ გვერდით და ძალიან ბევრი სტუდენტური, ახალგაზრდული, სპორტული პროექტი და პროგრამა გვაქვს, რათა მათი ხმა ქალაქში ყოველთვის ისმოდეს სათანადოდ. ეს ყველაფერი მათ სამომავლო, პროფესიული, კარიერული ზრდისთვის დაეხმარება რასაკვირველია, რათა ცხოვრებაში უფრო უკეთ გაიკვალონ გზა,“- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

დღესვე თბილისის მერმა სტუდენტებს პროექტის მესამე ეტაპის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რეგისტრაცია მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tbilisi.gov.ge) 2 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი. 

სტაჟირების პროგრამის მეორე ეტაპი (2016 წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე) წარმატებით 43-მა სტუდენტმა   დაასრულა. მათ პრაქტიკული კურსი მერიის სტრუქტურაში შემავალ 9 ორგანიზაციაში გაიარეს.

პროექტი  2015 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დამამთავრებელი  კურსის სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს  სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

პროგრამა მოთხოვნადი და წარმატებული აღმოჩნდა. განხორციელების პირველ და მეორე ეტაპზე სტაჟირება  ჯამში  200-მდე სტუდენტმა გაიარა და აქედან 6 დასაქმდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge