png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

შს მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

  • პოლიტიკა
  • 22.11.2016
  • 11:56
შს მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობას ტოვებს.  ამის შესახებ მიმართვა ზურაბ გამეზარდაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

"2011 წლის 7 ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებისა და საზოგადოებისთვის პოლიტიკური გეგმების გაცნობისთანავე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვდგავარ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში. 2012 წლის არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ გამარჯვებისა და ავტორიტარული რეჟიმის დამარცხების შემდეგ, სამსახურს შევუდექი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ხოლო 2013 წლის 22 ნოემბრიდან ვიმსახურე შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსად. დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში არ დამიზოგავს ძალ-ღონე და ენერგია სასაზღვრო უწყებაში მესაზღვრეთა სოციალური პირობებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული წვლილი ვიზალიბერაციის მისაღებად საჭირო ვალდებულებათა შესრულებაში. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართე პატაკით პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მადლობას ვუხდი იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ამ პერიოდში მომიწია სამსახური საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეცვალა ქართული პოლიტიკა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აღადგინა ურთიერთთანადგომისა და ურთიერთპატივისცემის ხიდი. მე ვრჩები მის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე ორიენტირებული გუნდის წევრად და მზად ვარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი მომავალშიც ვემსახურო ჩემს სამშობლოს", - აღნიშნულია მიმართვაში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge