png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და მოქალაქეების ჯიბეზე - ზურაბ ჭიაბერაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.11.2016
  • 12:06
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და მოქალაქეების ჯიბეზე - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეძლებულებს უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე ღარიბებს. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ პროგრამა ძირეულ ცვილელებებს საჭიროებს, რომ იგი გაჭირვებულ მოქალაქეებზე ორიენტირებული გახდეს.

„გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ

ოჯახების მიერ ძირითად პრობლემებად გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა.

ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი, ინფლაციის გათვალისწინებით, 31%-ით გაიზარდა.

39.7%-დან (2013) 44.1%-მდე (2015) გაიზარდა იმ ოჯახების წილი, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემას განიცდიან.

იმოჯახების წილმა, რომელსაც ფინანსურად კატასტროფული ხარჯები ჰქონდა, 23%-დან(2013) 29.8%-ს(2015) მიაღწია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მედიკამენტების ხარჯებია.

სოციალურად გარიყულ ოჯახებში (ოჯახს აქვს ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე, სოციალურ დახმარებაზე, კრედიტის აღებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა) მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა და 5.6%-დან (2013) 8.1%-ზე ავიდა (2015).

ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, უყაირათო ხარჯვის გამო, ქრონიკულად არ ჰყოფნის თანხა. პროგრამაზე 35 მლნ ლარის დამატება წელს უკვე მოხდა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 570 + 35 = 605 მლნ ლარი გახდა, მაგრამ საკმარისი არც ეს იქნება. მიმდინარე ხარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს მინიმუმ 40 მლნ ლარის დამატება კიდევ დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად ვერ ისტუმრებს. ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და, შესაბამისად, მოქალაქეების ჯიბეზე. გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან დაჯანდაცვაზე მათი ხელმისაწვდომობა კიდევუფრო უარესდება”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge