png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„მედიაცია საქართველოში - ტრადიციიდან თანამედროვეობამდე“

  • საზოგადოება
  • 22.11.2016
  • 16:09
„მედიაცია საქართველოში - ტრადიციიდან თანამედროვეობამდე“

თბილისში, მედიაციის დღეები - ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომლის მიზანია მედიაციის,  როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული   მექანიზმის, განვითარება საქართველოში და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა.

კონფერენციას ესწრებიან მედიაციის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები ექვსი ქვეყნიდან, მათ  შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და სლოვენიიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ქართველი მედიატორები და სამართლის სფეროს პროფესიონალები, საქართველოს მთავრობის. სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მედიაციის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, თავად მოდავე მხარეებისათვის, რადგან ამით მათ შეუძლიათ  ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით გადაწყვიტონ მათ შორის არსებული პრობლემები, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოების განტვირთვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას ამ სფეროში“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

კონფერენციის მსვლელობაში შედგება მედიაციის  შესახებ საქართველოს კანონპროექტის წარდგენა. ასევე, წარდგენილი იქნება კვლევა „მედიაცია საქართველოში - ტრადიციიდან თანამედროვეობამდე“, რომელშიც განხილულია მედიაციის საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში.

კონფერენციის დასასრულს გაიმართება მასტერკლასი სტუდენტებისათვის. 

„მედიაციისა და, ზოგადად, დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების აუცილებლობა ასახულია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში. მედიაციის განვითარების საქმეში ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ კაიდო სირელმა. 

თბილისის მედიაციის  დღეები ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „მართლმსაჯულება ყველასთვის“.

კონფერენციის ჩატარებას ასევე უწყობს ხელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) სამართლის პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“.

შეგახსენებთ, რომ კონფერენციის ჩატარებაში ჩართულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული მოგვარების (ADR) ეროვნულ ცენტრი, საქართველოს სასამართლო მედიატორთა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge