png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არ შეხვიდე შეცდომაში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „ფეისბუქის“ მომხარებლებს აფრთხილებს

  • საზოგადოება
  • 22.11.2016
  • 17:14
არ შეხვიდე შეცდომაში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „ფეისბუქის“ მომხარებლებს აფრთხილებს

“გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ - უკვე შეგხვდათ საიტი, რომელიც ასეთ მომსახურებას გთავაზობთ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ გახდეთ ამ და სხვა მსგავსი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი. თუ საიტის მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებთ, ვებგვერდი მოიპარავს პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას თქვენი ფეისბუქ-ანგარიშიდან, გააგზავნის მესიჯებს თქვენი სახელით, მოიპოვებს თქვენი ფოტოების გამოყენების უფლებას, დაპოსტავს თქვენს მაგივრად და არავინ იცის, რაში გამოიყენებს თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას. ამ ყველაფრის ფონზე, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ, „ვინ სტუმრობს თქვენს პროფილს ყველაზე ხშირად. ფეისბუქმა არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთი მომსახურების მიღება საიტიდან შეუძლებელია. თუკი რაიმე სახის ციფრებს ან ინფორმაციას გამოგიგზავნიან, ის გაყალბებული იქნება“,- ნათქვმია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამაგიეროდ საიტი შეძლებს, გამოიყენოს თქვენი ანგარიში საკუთარი ინტერესებისთვის, დააგზავნოს ვირუსები თქვენი სახელით, დაალაიქოს სხვადასხვა გვერდი თქვენს ნაცვლად, გაგაწევრიანოთ სხვადასხვა არასასურველ ჯგუფში ("ხვალ შეგიყვარებ, დღეს არ მცალია", "ყველაზე ლამაზები", "როგორ ვიშოვოთ ფული 5 წუთში" და ა.შ.) გამოიყენოს თქვენი ფოტოები ყალბი პროფაილის (fake-profile) შესაქმნელად და იმოქმედოს თქვენი სახელით.

„ასეთი საიტების მსხვერპლად ქცევა დაგაზარალებთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს მეგობრებსაც. დიდი ალბათობით, აპლიკაცია თქვენი მესინჯერის გამოყენებით სპამს გაუგზავნის თქვენს ფრენდებს და შეიძლება ისინიც ჩაითრიოს ამ სქემაში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ ყურადღებით დააკვირდეთ, რა სახის მომსახურებას გთავაზობთ ესა თუ ის საიტი ან აპლიკაცია და რის სანაცვლოდ. არ მისცეთ საეჭვო გვერდებსა და აპლიკაციებს იმის უფლება, რომ მოიპოვონ წვდომა თქვენს ანგარიშზე, e-mail-ზე, ინბოქსზე, დაპოსტონ თქვენს ნაცვლად და დაგაზარალონ თქვენ და თქვენი მეგობრები.

იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები ონლაინ, უფრო დეტალურად შეგიძლიათ ამ ლინკზე წაიკითხოთ: https://goo.gl/MHfMgi“,-ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge