png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი: მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე

  • პოლიტიკა
  • 23.11.2016
  • 13:18
გიორგი მარგველაშვილი: მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს დაესწრო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში საზეიმოდ პირველად აღინიშნება.

გიორგი მარგველაშვილმა დროშის გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დროშა და შტაბის ხელმძღვანელობა ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადასცა.

,,მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავრია, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ მტერს არ გაუჩნდეს ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის ინტერესი'', - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ უფროსს ვლადიმერ ჩაჩიბაიას და  გენერალ - მაიორ ვახტანგ კაპანაძეს სამშობლოს თავდადებული  სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

,,მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. სიმბოლურია, რომ გიორგობას ჩვენ ვატარებთ ქართულ ჯართან ერთად - იქ, იმ ადგილზე, იმ ხალხთან, ვინც ყველაზე მეტად გამოხატავს ჩვენი ერისა და ხალხის სიმბოლოს, სიმბოლოს -სიკეთის ძალით, სამხედრო ღირსებით და რწმენით სიკეთის მიერ ბოროტების დამარცხებისა.

დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარების მემკვიდრეობითობის გაღრმევების საქმეში. დღეს მადლობას ვეუბნებით გენერალ კაპანაძეს სამშობლოს სამსახურისათვის და ახალ მისიას და ახალ ვალდებულებას ვაკისრებთ გენერალ ჩაჩიბაიას.

ბატონო გენერალო, თქვენ ძალიან რთული მისიის შემსრულებელი ხდებით. თქვენ ხართ საოცარი მხედრული ტრადიციების შთამომავალი და იმ ჯარისკაცების ხელმძღვანელი, ვინც ღირსებით ატარა საქართველოს დროშა, როგორც ავღანეთში, ასევე სხვა მისიებში. თქვენ ხართ ურთულეს რეგიონში ურთულესი ამოცანების წინაშე მდგარი სამხედრო ძალების გენშატბის ხელმძღვანელი. 

მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავრია,  ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ არცერთ მტერს არ გაუჩნდეს  ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის ინტერესი.

მე მჯერა, რომ თანამებრძოლებთან ერთად თქვენ, ამ მნიშვენლოვან მისიას წინ წასწევთ და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საქმეში მნიშვნელობანი ფაქტორი იქნებით.

გამარჯვებას გისურვებთ ამ თანამდებობაზე! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას.

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს ესწრებოდნენ ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge