png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თანაინვესტირების ფონდმა „გალერია თბილისი“ საერთაშორისო გამოფენაზე “MAPIC 2016“ წარადგინა

  • ეკონომიკა
  • 23.11.2016
  • 15:48
 თანაინვესტირების ფონდმა „გალერია თბილისი“ საერთაშორისო გამოფენაზე “MAPIC 2016“ წარადგინა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და კომპანია „თბილისი პლაზას” ხელმძღვანელმა პირებმა „გალერია თბილისი“ კომერციული უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე - MAPIC 2016 - წარადგინეს.

გამოფენის ფარგლებში ფონდის და „თბილისი პლაზას” ხელმღვანელებმა შეხვედრები გამართეს „გალერია თბილისით” დაინტერესებულ რითეილერებთან, სავაჭრო ცენტრებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის (software) კომპანიებთან და ციფრული მარკეტინგის ექსპერტებთან. ასევე, დაესწრნენ კონფერენციებს, რომლებზეც წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა გამოფენის მონაწილეებს რითეილ ინდუსტრიის უახლესი ტენდეციები გააცნეს და საუკეთესო გამოცდილებები გაუზიარეს. MAPIC 2016 „გალერია თბილისისთვის“ წარმატებული გამოდგა, რადგან პროექტით რამდენიმე ახალი ბრენდი დაინტერესდა.

პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც „გალერია თბილისის“ პროექტის გუნდმა საქართველოში შემოიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რითეილერი H&M-ია (Hennes & Mauritz). აღსანიშნავია, რომ H&M „გალერია თბილისის“ პროექტით სწორედ გამოფენა MAPIC-ზე დაინტერსდა გასულ წელს.

„გალერია თბილისის“ პროექტი წარმატებით ხორციელდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია სხვა მსხვილ საერთაშორისო რითეილერებთანაც, რომელთა შესახებ საზოგადოება მოლაპარაკებების დასრულებისთანავე შეიტყობს.

კომერციული უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა MAPIC (Le marché international professionnel de l'implantation commerciale et de la distribution) 1995 წელს დაარსდა და ქ. კანში, ყოველწლიურად, ერთ სივრცეში თავს უყრის 8,000-ზე მეტ მონაწილეს. მათ შორის, 2,000-ზე მეტ რითეილერს, 2,300-მდე დეველოპერულ კომპანიას და გამოფენაზე წარმოდგენილ 700-მდე კომპანიას 74 ქვეყნიდან. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია „თბილისი პლაზა“ საერთაშორისო გამოფენაზე უკვე მეორე წელია მონაწილეობს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge