png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ჩაერთვნენ

  • საზოგადოება
  • 24.11.2016
  • 11:06
 დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ჩაერთვნენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგეტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP), საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოს  წამყვანი ენტომოლოგები იმყოფებიან. უცხოელი  სპეციალისტები  ქართველ კოლეგებთან ერთად,  დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის - ყავისფერი მარმარა  ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებაში ჩაერთვებიან.

პირველ  სამუშაო შეხვედრას    სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე  ნოდარ კერესელიძე დაესწრო.

„მავნებლის გავრცელებისა და  ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია  მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების  სამოქმედო გეგმის შემუშავება და  ოპერატიულად განხორციელება. აღნიშნულ პროცესებში  საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს მაქსიმალურად ეფექტიანი გეგმის შემუშავებას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.   

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა  უცხოელ სპეციალისტებს  მავნებლის გავრცელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ვიზიტის ფარგლებში,  ენტომოლოგები  დასავლეთ საქართველოს ეწვევიან და  არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის  მოადგილის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებით,   ქართველი და უცხოელ სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ  მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებსა და   სამოქმედო გეგმას.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მეთხილეობის დარგის წარმომადგენლები, ასევე დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.  მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები  სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით დაიგეგმება.  

ყავისფერი მარმარა ფაროსანას გავრცელება მიმდინარე წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ის ძირითადად აზიანებს  თხილს და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. აქტიურობის პერიოდში 100-ზე მეტი სახეობის მცენარეს ანადგურებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge