png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

28 ნოემბერს, რძის მცირე და საშუალო გადამამუშავებელთა ფორუმი გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 24.11.2016
  • 12:19
 28 ნოემბერს, რძის მცირე და საშუალო გადამამუშავებელთა ფორუმი გაიმართება

28 ნოემბერს, კაჭრეთში, რძის მცირე და საშუალო გადამამუშავებელთა ფორუმი გაიმართება. ფორუმის მხარდამჭერია პროექტი MOLI კახეთში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS/EPER სამხრეთ კავკასიაში, შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით ახორციელებს.

პროექტი კახეთის რეგიონის მასშტაბით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, რომლის მთავარი მიზანი მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობაა.

რძის სექტორში, მცირე და საშუალო მეწარმეებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ პროდუქციის წარმოებისა თუ რეალიზაციის კუთხით. რეგისტრირებული მეწარმეები ცდილობენ ყველანაირი საერთაშორისო წესისა და სტანდარტის დაცვით წარმართონ წარმოება და შედეგად, უსაფრთხო რძის პროდუქტები გაიტანონ ბაზარზე სარეალიზაციოდ. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მეწარმეებს აღნიშნული სტანდარტების დანერგვის მიზნით საკმაოდ დიდი ინვესტიციების გაწევა უხდებათ. ეს კი თავისთავად, საქონლის ერთეულზე ზრდის ფასს. თუმცა, პრობლემა შემდეგში მდგომარეობს. რეგისტრირებულ მეწარმეთა გვერდით, არარეგისტრირებული მეწარმეები, რომლებიც ამ წესებისა და სტანდარტების გვერდის ავლით საქმიანობენ,  არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან. ამასთან ერთად კი, მომხმარებელთა უფლებებს ირღვევა. რაც საბოლოო ჯამში სექტორის განვითარებას აფერხებს.

რძის გადამამუშავებელთა ფორუმი კი სწორედ ზემოთაღნიშნულ პრობლემას ეხმიანება. ფორუმზე, დიალოგის ფორმატში მოწვეულნი იქნებიან კახეთის მცირე და საშუალო მეწარმეები, სახელმწიფო გადაწყვეტილების მიმღები პირები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და შეეცდებიან ერთად დასახონ პრობლემის მოგვარების გზები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge