png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

„საქართველო შესაძლოა იყოს ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა“

  • პოლიტიკა
  • 24.11.2016
  • 15:44
„საქართველო შესაძლოა იყოს ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა“

„საქართველო შესაძლოა იყოს ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანთან გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომელიც თბილისს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მესამე რაუნდის ფარგლებში ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს საქართველოში სტუმრობისთვის და ასევე იმ მხარდამჭერი განცხადებისთვის, რომელიც მან საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

 მინისტრმა გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობის  ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკა დაასახელა. მისი თქმით გაერთიანებული სამეფო არის ერთერთი მთავარი ინვესტორი საქართველოში და  მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთში უფრო მეტად წარმოჩინდეს საქართველოს, როგორც ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის იმიჯი.  

„საქართველო არის ღია ეკონომიკა და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თავისუფალი ვაჭრობა, ეკონომიკური კავშირები, ხელი შევუწყოთ ბიზნეს ურთიერთობებს და საქართველოს იყოს ბრიტანული ბიზნესისთვის, როგორც პლატფორმა რეგიონში ბიზნესის საკეთებლად.

ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას ეკონომიკა წარმოადგენს. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია და დიდი ბრიტანეთი არის ერთერთი მთავარი ინვესტორი ქართულ ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს აღვნიშნავთ ოცი წლისთავს British Petrolium-ის საქართველოში ოპერირების და ინვესტირების დაწყების შემდეგ. ეს იყო პირველი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც განვითარდა და მასზე დაფუძნებით ჩვენ ვანვითარებთ სხვა პროექტებსაც. BP აგრძელებს ინვესტირებას და პროექტების განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს ამ მიმართულებით.“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 პრესკონფერენციაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიით განხორციელებული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე შექსპირისა და რუსთაველის საიუბილეო წლებისადმი მიძღვნილი სპეციალური პროექტი.  

ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი  საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება ​პოლიტიკურ, უსაფრთხოების,  თავდაცვის,  ეკონომიკის,  კულტურისა და, განათლების  სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge